Tuesday, November 10, 2009



1.პროექტის სახელი: საქართველოს რეგიონები.
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოიძიებენ მონაცემებს რეგიონების ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ და ახდენენ მათ დამუშავებას.
3.პროექტის სრული აღწერა: მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ,ასევე მათ ადმინისტრაციული ცენტრების შესახებ. მონაცემების მიხედვით ადგენენ ცხრილს,აგებენ დიაგრამებს (სვეტოვანს, წერტილოვანს, ხაზოვანს, წრიულს).პასუხობენ სხვადასხვა კითხვებს:რომელი რეგიონია უდიდესი ფართობის მქონე?რომელი რეგიონია მჭიდროდ დასახლებული? და ასე შემდეგ. თვითნაკეთი პალეტით, საქართველოს რეგიონალურ რუკაზე, რუკის მასშტაბის გამოყენებით,გამოთვალონ თითოეული რეგიონის ფართობი და შეადარონ მოპოვებულ მონაცემებს, გამოთვალონ ცდომილება და ფარდობითი ცდომილება.შესრულებული სამუშაო შეიძლება გამდიდრებული იქნას ადმინისტრაციული ცენტრების სურათებითა და ეთნოგრაფიული სურათებით.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:13-14 წელი. მე-8, მე-9 კლასი.
5.ვადები: 2-3 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ძიება,ნახაზებისა და ფოტო მასალის განთავსება ბლოგზე,ნამუშევრის პრეზენტაცია და განხილვა კლასში
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები/, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი,სადაც განლაგდება ეს მასალა,თავისი ფოტო მასალით.
8.სასარგებლო სხვებისათვის: მოსწავლეები შეიტყობენ ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობისა ფართობის შესახებ.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტში ჩართვა შეუძლია გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლებს.შესაძლებელია ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან: -------------------
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ვარა ბაზღაძე.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: vbazgadze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: საქართველოს რეგიონები.
15.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: varaprojectbloggercom.blogspot.com